|
2022-04-15 15:24:11, 1301 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი - რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხე სერიოზულად უნდა მივიღოთ
" ვერც ერთი ჩვენგანი მსუბუქად ვერ მიიღებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ტაქტიკური ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA-ის) დირექტორმა, ბილ ბერნმა განაცხადა. ბერნმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პრაქტიკული მტკიცებულება რიამე ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს. თუმცა ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან . " პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის სასოწარკვეთის გათვალისწინებით, ასევე, სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, ვერც ერთი ჩვენგანი მსუბუქად ვერ მიიღებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ტაქტიკურ ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ კრემლის მხრიდან გარკვეული რიტორიკული პოზიცია ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, ჯერჯერობით არ გვინახავს პრაქტიკული მტკიცებულება იმ ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს. თუმცა ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით " - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა . შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)