09:15 - 10 Oct, 2026
|
2022-04-15 12:53:51, 1348 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერის მსგავსად იქცევა. მისი თქმით, უკრაინა ფაქტობრივად ევროპის მომავლისთვის იბრძვის. „პუტინი ჰიტლერს უტოლდება. უკრაინა, ფაქტობრივად, ჩვენი მომავლისთვის იბრძვის“, - აღნიშნა იაროსლავ ნადმა. ამასთანავე, მინისტრმა დასძინა, რომ ომამდე, სლოვაკეთისთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ჩუქება. ცნობისთვის, ახალი კანონმდებლობით სლოვაკეთში აკრძალულია უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სიმბოლოები, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების და რუსეთის სხვა ხელისუფლების სიმბოლოები. აღნიშნულ კანონს კენჭისყრაზე მხარი 354-მა დეპუტატმა დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)