|
2022-04-15 12:15:51, 1313 ნახვა
მსოფლიო
პოლნეთის პრეზიდენტმა რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვისა და აქტივების გაყინვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის ნახშირის მიწოდებაზე აკრძალვას და აქტივების გაყინვას გულისხმობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კანონი სანქციების სიის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რომელშიც შესულია ყველა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც შეეხებათ სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვა. გარდა ამისა, კანონი ასევე ითვალისწინებს, ქვანახშირისა და კოქსის იმპორტის აკრძალვას რუსეთიდან და ბელორუსიიდან, მათ შორის ამ რესურსების ტრანზიტს პოლონეთის ტერიტორიაზეც. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, არაა გამორიცხული ის, რომ დეფოლტის შემთხვევაში რუსი პირები, 20 მილიონ ზლოტამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდნენ. აკრძალალულია ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის სიმბოლოების გამოყენებაც. კანონის დარღვევა ეს ფაქტი ასევე ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან საერთოდ თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)