|
2022-04-14 13:19:34, 1332 ნახვა
მსოფლიო
ლვოვის სასამართლომ, პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს მოძრავი და უძრავი ქონება დაუყადაღა
ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსის, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის აქსანა მარჩენკოს უძრავი და მოძრავი ქონების 154 ობიექტი დააყადაღა, - ამის შესახებ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს პრესსამსახური აცხადებს. „13 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით უკრაინის დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა“, - ნათქვამია სახელმწიფო ბიუროს განცხადებაში. კერძოდ, სასამართლომ დააყადაღა 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი 17 ავტოსადგომი და იახტა. ასევე დაყადაღებულია 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები, რომელთა მფლობელია ვიქტორ მედვედჩუკი ან მისი მეუღლე. შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში დახმარებაში ადანაშაულებს მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიაზე მედვედჩუკის დაკავების შესახებ განაცხადა. უკრიანის პრეზიდენტმა კრემლს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, კი პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ვერ ხედავს ოპოზიციონერი უკრაინელი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებზე გაცვლის შესაძლებლობას. პესკოვის თქმით, მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არაა, საერთო არაფერი აქვს სპეცოპერაციასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)