08:44 - 10 Oct, 2026
|
2022-04-14 13:07:43, 1218 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ამერიკელ კონგრესმენებსა და კანადელ სენატორებს საპასუხო სანქციები დაუწესა
რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრებსა და კანადელ სენატორებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ რუსეთის დუმის დეპუტატებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოა. ახალი რუსული სანქციები 398 კონგრესმენს შეეხო. ამასთანავე, სანქცირებულთა სიაში მოხვდა კანადის 87 სენატორი. მათ რუსეში შესვლა აეკრძალათ. "აღნიშნული პირები, მათ შორის აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის ხელმძღვანელობა და კომიტეტების თავმჯდომარეები, მუდმივად შედიან რუსეთის Stop-სიაში, სხვა მოქმედ კანონმდებლებთან ერთად", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)