|
2022-04-14 12:01:37, 1233 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ევროკავშირს კომპეტენციის გადაცილებაში ადანაშაულებს და ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის რუსეთთან მიმართებაში თავის კომპეტენციას სცილდება, რის გამოც რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს. როგორც კოსაჩოვმა აღნიშნა, რუსეთმა სრულად გაწყვიტა კომუნიკაცია ევროსაბჭოსთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და ახლა, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია ანალოგიური ნაბიჯი ევროკავშირთან მიმართებაშიც გადადგას. „ევროპის საბჭოსთან და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან საქმე სრულად შეწყდა. ეს მოხდა ზუსტად იმიტომ, რომ აღნიშნული სტრუქტურები გასცდნენ თავიანთ კომპეტენციას და შეიჭრნენ რუსეთის საშინაო საქმეებში. იგივე მოხდება ევროკავშირთანაც. დაუბრუნდნენ საკუთარ საზღვრებს, რომლის მიღმაც უკვე სხვა სივრცეა“, - განაცხადა კოსაჩოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)