|
2022-04-14 10:26:26, 1272 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს ხელმძღვანელი - უკრაინაში ომმა შესაძლოა გამოიწვიოს კაცობრიობის შიმშილობა, რაც ათწლეულებია არ ყოფილა
უკრაინაში მიმიდინარე ომმა შესაძლოა გაწიროს კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილისა და სიღარიბისთვის, რაც აქამდე, ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა. „უკრაინაში ომმა შესაზლოა კაცობრიობის 1/5-ზე მეტი ჩააგდოს სიღარიბეში და შიმშილობაში, ისეთი მასშტაბით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომის და მისი შედეგების ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა“, - წერს ანტონი გუტერესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ცნობისთვის, უკვე გავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვების შეწყვეტა და საწვავის, საკვებისა და ტრანსპორტის ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია. მარცვლეულის ექსპორტის გარდა, უკრაინა მზესუმზირის ზეთის, სოიოს, ფრინველის ხორცის, თაფლისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)