|
2022-04-13 17:16:32, 1199 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მივიღებთ
ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, ფინეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის პრემიერი შვედ კოლეგასთან შესახვედრად და ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხის განსახილველად სტოკჰოლმში იმყოფებოდა. „ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება. ეს მოხდება კვირებში და არა თვეებში. ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია.“, - განაცხადა სანა მარინმა. შეგახსენებთ, ბრიტანული გამოცემა The Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ამ ზაფხულში აპირებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)