|
2022-04-13 15:36:46, 1201 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლებაზე - იფრთხილონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას ეხმაურება. როგორც მედვედევი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებას მედვედჩუკისგან ინფორმაციის გამოძალვა, შემდეგ კი მისი გასამართლება ან ტყვეებში გაცვლა სურს. „ცალკეული გიჟები, რომლებიც საკუთარ თავს „უკრაინის ხელისუფლებას“ უწოდებენ, აცხადებენ, რომ სურთ მტკიცბულებების მოპოვება ვიქტორ მედვედჩუკისკან, შემდეგ „სწრაფად და სამართლიანად სურთ გაასაჩივრონ და სამხედრო ტყვეებში გაგვიცვალონ. ეს ადამიანები გარშემო ფრთხილად უნდა იყურებოდნენ და კარგად ჩაკეტონ სახლის კარები ღამით, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ“, - წერს დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამზე“. უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)