|
2022-04-13 12:27:15, 846 ნახვა
საზოგადოება
მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, კახეთში წყალდიდობისგან და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა კატასტროფებისგან დაცვის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგებს გაეცნო
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მიმდინარე ანგარიშს გაეცნო. შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასკოლო კონკურსის - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებთანაც. სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდებმა შემეცნებითი ინიციატივები წარადგინეს, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურება. მირიანა სპოლიარიჩმა და სოლომონ პავლიაშვილმა მდ. ხოდაშნისხევზე და მდ. თელავისხევზე მიმდინარე ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამობრძანდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარეობს ხოდაშნისხევსა და თელავისხევზე. ეს არის პრევენცია, რომელიც შეაფერხებს წყალდიდობებს, რომელმაც შესაძლებელია დიდი ზიანი მოუტანოს რეგიონს. წინანდლის სკოლაში ვნახეთ რამდენად მაღალია ინტერესი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით და ადგილზე გავეცანით განხორციელებულ სამუშაოებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. „გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე 30 წელია, რაც საქართველოსთან თანამშრომლობს, რითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის. ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანია ინსტიტუტების გაძლიერება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფების რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერები არიან კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები. პროგრამის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფების რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)