|
2022-04-12 18:03:02, 2252 ნახვა
მსოფლიო
Independent - პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი საკუთარი სახლიდან რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლა. - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი, კრემლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ლტოლვილებს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ასახლებენ. "მოსკოვმა გასულ თვეში გამოსცა სასწრაფო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის და დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების 95 739 მცხოვრები თავიანთი სახლებიდან 5 500 მილის მანძილზე უნდა გადაესახლებინათ." - ნათქვამია კრემლის განკარგულებაში . ცალკე დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოხსენებაში ნაქთქვამია, რომ საპორტო ქალაქ მარიუპოლში ხალხს სთხოვდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა სამხედროებმა მათი ქალაქი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს უთხრეს, რომ ისინი უკრაინაში ვერ დაბრუნდებიან, რადგან ისინი იდევნებიან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა რაოდენობამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ 7,1 მილიონს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)