08:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 13:41:18, 2767 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - EU-ს ქვეყნებისთვის რუსული ენერგორესურსების შეზღუდვისთვის კონკრეტული ვადების განისაზღვრა აუცილებელია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის კონკრეტული ვადების დაწესებას მხარი დაუჭირა, რომლის ფარგლებშიც მათ უარი უნდა თქვან ან შეზღუდონ რუსული ენერგორესურსების გამოყენება. -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„საბოლოოდ, კონკრეტული ვადები უნდა განისაზღვროს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. მხოლოდ ამ გზით რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რეალური მშვიდობის ძიება, რომ ომი, პირველ რიგში, კატასტროფაა მათთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მეექვსე პაკეტში შეტანილი უნდა იყოს ნავთობი და სანქციები უნდა დაწესდეს ყველა რუსულ ბანკზე.

,„ევროპის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე ძლიერი უნდა იყოს, ჩვენ ვერ დაველოდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე, მეშვიდე, მეათე პაკეტის შემუშავებას, რათა მართლაც ძლიერი გადაწყვეტილებები მივიღოთ“. მეექვსე პაკეტში ნავთობი უნდა იყოს შეტანილი და რუსული ბანკებისთვის სანქციები უნდა დაწესდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics