|
2022-04-12 13:08:28, 982 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, არ გააძლიეროს რუსული ნავთობის შესყიდვები
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის მოუწოდა, რომ არ გააძლიეროს რუსული ნავთობის შესყიდვები, ვინაიდან ამით შესაძლოა უკრაინას ომში მეტი ზიანი მიადგეს. „პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ არ სჯერა, რომ ინდოეთის ინტერესებში შედის რუსული ენერგიის ან სხვა საქონლის იმპორტის დაჩქარება ან გაზრდა“,- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ. ფსაკიმ ასევე დასძინა, რომ აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს ინდოეთს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაში. ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები ცდილობენ შეზღუდონ მოსკოვის ენერგეტიკული მოგება, ინდოეთმა ახლახან გააძლიერა შესყიდვები. ინდოეთი ასევე იმ 58 ქვეყანას შორის იყო, რომელმაც გასულ კვირას თავი შეიკავა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გაგდებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)