|
2022-04-12 10:26:04, 1510 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - ეს იქნება კონფლიქტის ესკალაცია, რისთვისაც პუტინი პასხუს აგებს
დიდი ბრიტანეთი თავის პარტნიორებთან მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დეტალების გადასამოწმებლად. - ამის შესახებ ტრასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, მსგავსი იარაღის გამოყენება კონფლიქტის ესკალაცია იქნება, რისთვისაც პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ. „ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება უმოწყალო ესკალაცია ამ კონფლიქტში და ჩვენ პასუხს ვაგებინებთ პუტინს და მის რეჟიმს“, - წერს ლიზ ტრასი. შეგახსენებთ, გუშინ „აზოვის პოლკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დაახლოებით, საღამოს 10:00 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)