|
2022-04-11 16:59:13, 1063 ნახვა
მსოფლიო
კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორს, უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციებს უწესებს. კერძოდ, შეზღუდვები შეეხებათ რუსეთის თავდაცვის სექტორის 33 ორგანიზაციას კონფლიქტში რუსი სამხედროებისთვის დახმარების გაწევისთვის. "ამ ორგანიზაციებმა რუს სამხედროებს ირიბი ან პირდაპირი დახმარება გაუწიეს. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინის უაზრო ომის თანამონაწილენი არიან, რომელმაც ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს ახალი ზომების მიღებას". - ნათქვამია განცხადებაში. ომის დაწყებიდან კანადამ სანქციები 700-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. მსოფლიოს ქვეყნები კი რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)