|
2022-04-11 11:46:42, 1056 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები, ამ ეტაპზე, მთავარი გამოსავალია
ევროკავშირის საგარეო და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქიები, ამ ეტაპზე, მთავარი გამოსავალი და ვარიანტია. „სანქციები ყოველთვის მაგიდაზეა. მინისტრები განიხილავენ, რა არის შემდგომი ნაბიჯები", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ლუქსენბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ბოლო ეტაპი რამდენიმე საკითხს, მათ შორის რუსეთიდან 1 წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მოიცავდა. აღნიშნული ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშნელოვან წყაროს. გარდა ამისა, სანქციების ბოლო ეტაპი მოიცავდა რუსულ ბანკებთან, მათ შორის, სიდიდით მეორე რუსულ ბანკთან, VTB-სთან ტრანზაქციების აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)