|
2022-04-11 10:33:59, 1502 ნახვა
მსოფლიო
The Times - ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადს ზაფხულში გააკეთებენ
შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ამ ზაფხულში აპირებენ. - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წყაროებზე დაყრდნობით წერს. ოფიციალური პირების თქმით, "რუსეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", რადგან ფინეთი და შვედეთი მზად არინ ნატო-ს ზაფხულშივე შეუერთდნენ. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო საუბრის თემა გასული კვირის, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, რომელშიც მოწვეული იყო შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენ;ლები. ფინეთის განაცხადი ივნისშია მოსალოდნელი, მას კი შვედეთი მოჰყვება. შეგახსენებთ, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ დადგა დრო, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს თავის პოზიციას ნატოს მიმართ. "რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა,” - თქვა ფინეთის პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)