07:09 - 10 Oct, 2026
|
2022-04-11 10:20:15, 975 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97%-ის დათვლით, ემანუელ მაკრონს 27.6%, მარინ ლე პენს კი 23.4% აქვს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97%-ის დათვლით, ემანუელ მაკრონი 27.6%-ით ლიდერობს, მარინ ლე პენს კი 23.4% აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მესამე ადგილზე ხმების 21.9%-ით ულტრამემარცხენე ჟან ლუკ მელანშონია, რომელმაც თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, მეორე ტურში მხარი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაუჭირონ. დასავლური მედია წერს, რომ ლე პენი და მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში წამყვანი კანდიდატები არიან და არჩევნების მეორე ტურში მაკრონს და ლე პენს შორის მცირე პროცენტული სხვაობა იქნება. „მე არ მინდა საფრანგეთი, რომელიც ევროპას დატოვებს და ადგილს ქსენოფობები და პოპულისტები დაიკავებენ. ჰუმანური საფრანგეთი მინდა“, - აღნიშნა მაკრონმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)