07:08 - 10 Oct, 2026
|
2022-04-10 02:39:18, 1806 ნახვა
მსოფლიო
ბერლუსკონი პუტინზე:-მეჩვენებოდა, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის კაცი იყო...რა დასანანია
იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საქციელით "იმედგაცრუებული და დამწუხრებულია". ბერლუსკონიმ, რომელიც წლების განმავლობაში პუტინთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა, აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრისთვის მთელი მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „არ შემიძლია და არც მინდა დავმალო, რომ ღრმად ვარ იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვლადიმერ პუტინის საქციელით... რუსეთი ვერ უარყოფს თავის პასუხისმგებლობას ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების საშინელებათა წინაშე“, - ამბობს იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)