|
2022-04-08 16:41:39, 1375 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი კრამატორსკის დაბომბვაზე - რუსეთის თავდასხმა შემაძრწუნებელი სანახავადია, საჭიროა მოქმედება!
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსი ოკუპანტების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდასხმა შემაძრწუნებელი სანახავადია. მიშელის თქით, მნიშვნელოვანია მოქმედება, მეტი სანქციების დაწესება რუსეთისთვის და მეტი იარაღის მიწოდება უკრაინისთვ ი. „შემაძრწუნებელი სანახავია რუსეთის თავდასხმა ერთ-ერთ ძირითად სადგურზე, რომელსაც სამოქალაქო პირები ევაკუაციისთვის იყენებენ, სადაც რუსეთი აძლიერებს თავი თავდასხმებს“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგური მაშინ დაბომბეს, როცა ასობით ადამიანი გაქცევას ცდილობდა. დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ დარტყმა რუსული რაკეტით ისკანდერით განხორციელდა. BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 39 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)