|
2022-04-07 15:23:23, 1154 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი რუსეთის ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს
უნგრეთმა პაქსის ატომური ქარხნისთვის რუსეთისგან ბირთვული საწვავის პირველი გადაზიდვა საჰაერო გზებით მიიღო. - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. საწვავის გადაზიდვა ბელარუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საჰაერო სივრცით უნგრეთში სამივე ქვეყნის თანხმობით ჩავიდა, რადგან ბირთვული საწვავზე ევროკავშირის მხრიდან სანქციები არ არის დაწესებული. პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი რუსეთისთვის ნებისმიერი სახის სანქციების დაწესებაზე უარს აცხადებს, რას მოიცავს ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზია“. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთს სურს გააფართოვოს რუსეთის მიერ აშენებული 2 გიგავატიანი პაქსის ატომური ელექტროსადგური. „უნგრეთმა პაქსის ატომური ქარხნისთვის ბირთვული საწვავის პირველი გადაზიდვა რუსეთიდან ოთხშაბათს, მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ომმა სარკინიგზო ტრანსპორტირება შეუძლებელი გახადა.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერმა, ორბანმა, რომელიც ზედიზედ მეოთხე ვადით ხელახლა აირჩიეს, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუდაპეშტს სურდა თავისი დასავლური ალიანსების გაძლიერება, რადგან უნგრეთის მომავალი ევროკავშირში და მტკიცედ ნატოშია. მან ასევე,განაცხადა რომ უნგრეთი მზად არის რუსული გაზიზთვის რუბლი გადაიხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)