|
2022-04-07 14:32:27, 1133 ნახვა
მსოფლიო
შეუძლებელია, ბელარუსის გარეშე გაიმართოს - ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შეუძლებელია, ბელარუსის გარეშე გაიმართოს. როგორც ლუკაშენკო აღნიშნავს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ბელარუსის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს, რადგან ბელარუსის ზურგს უკან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. „შეუძლებელია, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე გაიმართოს. თუ ამ პროცესში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში, ეს ეხება დასავლეთს, ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბელარუსის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს. ჩვენი მოთხოვნა არ გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოგვიხსენიებთ, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ომი ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს, ეს კი ბელარუსზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ, ბელარუსის ზურგს უკან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს ჩვენი ეს პოზიცია ესმის. მართალია ეს დასავლეთის გეგმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვალდებული არ ვართ, დასავლეთის დაკრულზე ვიცეკვოთ“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)