06:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 12:19:26, 1872 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯენ ფსაკი - არავის უნდა ჰქონდეს ილუზიები, რომ რუსეთის მიზნები უკრაინასთან მიმართებაში შეიცვალა

უკრაინაში ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსი უფრო მეტი მოვლენა მოხდება და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კრემლის მიზნები შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთიდან ჯარები გაიყვანა, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მათი მიზანია უკრაინის მაქსიმალურად დასუსტება და ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს მიზანი შეიცავლა, მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა მათი ტაქტიკა“, - განაცხადა ფსაკიმ.

ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური სანქციების გავლენის გამო, იმ ნაბიჯების გამო, რაც ჩვენ წარსულში გადავდგით და ახლა ვდგამთ, ვხედავთ უდავო, მნიშვნელოვან გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics