|
2022-04-07 11:51:35, 1603 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პროცედურა გამარტივდება
აშშ-ს სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღადგენს მეორე მსოფლიო ომის პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს, აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს გაუგზავნოს იარაღი და სხვა თავდაცვის საშუალებები უკრაინას გამარტივებული პროცედურებით.- ამის შესახებ Politico იუწყება. "სენატორებმა მხარი დაუჭირეს ლენდ-იჯარის კანონს, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საჭირო იარაღი." - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, კანონი დააჩქარებს უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას ბიუროგრაფიის შემცირებით. ამასთან, სენატორები აღნიშნავენ, რომ დასავლურ სამყაროს სჯერა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია მოიგოს ბრძოლა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. "ლენდ-იჯარის პროგრამა შეიქმნა და გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ის კვლავ ითვლება წყალგამყოფად, რადგან ამან საშუალება მისცა აშშ-ს სწრაფად მიეწოდებინა ირაღი მოკავშირეებისთვის დაუბრკოლებლად. უკრაინის ომის ფონზე, კანონმდებლებმა გადაწყვიტეს პროგრამის ხელახლა გამოყენება, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ევროპაში ხედავენ რუსეთის შეჭრას, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს ლიბერალური წესრიგისთვის." - წერია განცხადებაში. ლენდ-იჯარის აქტს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას, კერძოდ, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად. საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ქვეყანამ მიიღო ფინანსური დახმარება სამხედრო სფეროში შეერთებული შტატებისგან 1,7 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)