06:23 - 10 Oct, 2026
|
2022-04-07 11:45:43, 986 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალია რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს, ჯამში 67 პირს, სანქციებს უწესებს
ავსტრალია, უკრაინაში შეჭრის გამო, რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს, ჯამში 67 პირს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა. „დღეს მე ვაცხადებ დამატებით სანქციებს 67 რუსული ელიტებსა და ოლიგარქებზე, ასევე პუტინთან დაახლოებულ პირებზე, ვინც მის სასტიკ ქმედებებს ხელს უწყობს და მხარს უჭერს“, - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი მაშინ დააწესა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ქვეყანამ მოგზაურობა აუკრძალა და რუსეთის უშიშროების 8 წევრს ფინანსური სანქციები დაუწესა. ამასთანავე, პრემიერმა განაცხადა, რომ არსებული სანქციები, რომლებიც ეხება ყირიმის და სევასტოპოლის ოკუპაციას, გაფართოვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)