|
2022-04-06 22:23:59, 1099 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ის, რაც ხდება, სხვა არაფერია, თუ არა სერიოზული სამხედრო დანაშაულები
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ ისაუბრა ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე. ამის შესახებ მან განსხვავებულ თემაზე გამოსვლისას განიხილა ამერიკელი პროფკავშირისტების წინაშე. "ის, რაც ხდება, სხვა არაფერია, თუ არა სერიოზული სამხედრო დანაშაულები. პასუხისმგებელი სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ, რათა დამნაშავეები [ამ დანაშაულებების] პასუხისგებაში მისცეს", - თქვა ბაიდენმა. მან დასძინა, რუმ რუსეთი მძიმე და დაუყოვნებლივ ფასს გადაიხდის ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)