|
2022-04-06 19:45:16, 1810 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ რუსული ელიტის წევრებს, მათ შორის პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა
ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაადო. სანქცირებულ პირთა შორის პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა მოხვდნენ. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტით სრულად შემზღუდავი სანქცია დაუწესდება რუსეთის მთავარ საფინანსო ინსტიტუტს „სბერბანკს“ და ყველაზე დიდ კერძო ბანკს „ალფა ბანკს“. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ „სბერბანკი“ აკონტროლებს რუსეთის საბანკო სექტორის ორ მესამედს, შესაბამისად მისი სრულად დაბლოკვა საფინანსო სექტორისთვის დიდი დარტყმა იქნება. სანქციები ასევე შეეხება რუსეთში ახალ ინვესტიციებს, რომელსაც თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირთან კოორდინაციით აწესებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციების ახალი ტალღა შეეხო რუსული ელიტის ოჯახებსაც. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პუტინის ქალიშვილები მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა, ასევე სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მედვედევის ჩათვლით. „სანქცირებულთა სიაში უკვე 140 რუსი ოლიგარქი, მათი ოჯახის წევრები და რუსეთის ხელისუფლების 400-მდე წარმომადგენელია“, – განაცხადეს თეთრ სახლში. რუსული ელიტის ოჯახის წევრების, მათ შორის, პუტინის შვილების სანქცირებას ვაშინგტონში იმით ხსნიან, რომ მათი ინფორმაციით, ქონების მოზრდილ ნაწილს ხელისუფლების წევრები სწორედ ოჯახის წევრებზე აფორმებენ. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ახალი სანქციები დაუწესდებათ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, რომელზეც განცხადებას ვაშინგტონში ხუთშაბათს გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)