|
2022-04-06 14:23:59, 1725 ნახვა
ომი უკრაინაში
უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო გამოიძახა
უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა. - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტო "ფეისბუკ" გვერდზე წერს. პიტერ სიიარტოს თქმით, ორბანის მთავრობა არ აპირებს მოქალაქეთა მშვიდობასა და უსაფრთხოების გარისკვას. „ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს. ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული აქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას. „ჩვენთვის კი უნგრელი ხალხის ინტერესებია უმთავრესი. არავის აქვს უფლება, უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება შეაფასოს. დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და გაითვალისწინონ უნგრელი ხალხის ნება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ნათელი და გასაგები იყოს, დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი“, - განაცხადა სიიარტომ. ცნობისთვის, უნგრეთში გამართულ არჩევნებში პუტინის მეგობარმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მეოთხედ გაიმარჯვა. ამომრჩევლებთან გამოსვლისას ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკურ ოპონენტად დაასახელა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)