|
2022-04-06 10:39:25, 873 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ზ.ო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: „გეკოს“ სისტემის 3 გადაჭრილი თოფი, 3 სხვადასხვა მოდელის საფანტის პისტოლეტი, 1 კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, 3 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, სხვადასხვა კალიბრის 28 საბრძოლო ვაზნა, „რგდ“-ის ტიპის ხელყუმბარა და 3 ფალია. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია უკანონოდ კულტივირებული, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 9 საბრძოლო ვაზნა. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბძოლო ვაზნა. ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ძ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 11 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ბ. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილში, მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 54 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6 ნაწილებით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)