|
2022-04-05 15:03:59, 779 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურა - რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 18 ჟურნალისტი ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 18 ჟურნალისტი დაიღუპა, დაშავდა 13 და 8 გაიტაცეს. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დაფიქსირდა დაბომბვის სულ მცირე 7 ფაქტი, რამაც გამოიწვია სატელევიზიო ანძების დაზიანება ან განადგურება. ამასთანავე, გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციამ 74 მედიის წარმომადგენლის მიმართ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება. „უკრაინულ ჟურნალისტიკას უკვე აქვს თავისი ისტორია. მათი გმირობისა და ტრეგიდების, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოა. მედია ყოველთვის წარმოაჩენს იდეოლოგიურ, ღირებულ, პოლიტიკურ პოზიციებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჟურნალისტური საზოგადოება გაერთიანდა და დაუპირისპირდა რუსულ პროპაგანდას. დღეს უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისთვის ყველა შესაძლო გზით. სამწუხაროდ, ამ სასტიკ ბრძოლაში არის მსხვერპლიც“, - აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)