|
2022-04-05 12:20:41, 529 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს, რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა და გასცემდა ბრძანებას
დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას ახლა გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე მათ, ვინც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაასამართლეს. „დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე. ჩვენ ამ ყველაფერს ნათელს მოვფენთ და ეს ყველაფერი გახდება მსოფლიოში ცნობილი. ახლა 2022 წელია და ჩვენ გაცილებით მეტი ინსტრუმენტი გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაასამართლეს“. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)