|
2022-04-05 10:03:41, 709 ნახვა
მსოფლიო
ჯეიკ სალვინი - უკრაინაში ომის ახალი ეტაპი შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გეგმებს ცვლის და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვეს ან უფრო დიდხანს გაგრძელდეს. - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა . სალივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა თავს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს დაესხმება. სავარაუდოდ, დამპყრობლები გააგრძელებენ ნიკოლაევის ბლოკირებას და ხარკოვზე თავდასხმას. მისივე თქმით, რუსული ჯარები უკრაინის ჩრდილოეთიდან დონბასში გადანაწილდებიან. სავარაუდოდ, ოკუპანტები იქ დამატებით ათიათასობით ჯარისკაცისგან შემდგარი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს განათავსებენ. ამასთან აშშ პროგნოზირებს, რომ რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ფართო საზღვრების ხელში ჩაგდების მცდელობაზე, რათა წინა სამხედრო წარუმატებლობა „დაფაროს“. ცნობისთვის, რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)