|
2022-04-04 18:13:47, 805 ნახვა
მსოფლიო
ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩები – მერკელი ზელენკის პასუხობს
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს. მერკელის პრესმდივნის თქმით, ანგელა მერკელი 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ ეთანხმება. „კანცლერი, ანგელა მერკელი 2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, – განაცხადა პრესმდივანმა. კანცლერის პრესმდივნის თქმით, მერკელი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია ზელენსკის მიწვევაზე. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით - "ნახონ, რა მოიტანა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)