|
2022-04-04 15:29:49, 1075 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის. ამის შესახებ მან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მეოთხედ გაიმარჯვა სახალხო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოებული პოლიტიკა არ იყო საკმარისად მკაცრი რუსული აგრესიის მიმართ. „ეს არის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება, უმაღლესი გამარჯვება საკონსტიტუციო უმრავლესობით. დემოკრატიულ არჩევნებს პატივი უნდა სცენ. ევროპაში სიტუაცია ძალიან მარტივია, ეს ევროსაბჭოზეც ჩანს. ვინც კითხულობს ოქმებს, ძალიან კარგად იცის. რომ გერმანია არის სანქციების მთავარი მუხრუჭი“, - თქვა მორავიეცკიმ. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე მოუწოდა შეიქმნას საერთაშორისო კომისია ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა რაიონებში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც მან გენოციდი უწოდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ელჩები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას, მათ შორის რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას .
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)