|
2022-04-04 10:56:43, 690 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ავსტრიის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ავსტრია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით ახორციელებს.
„ავსტრია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და პარტნიორია. 30 წლის განმავლობაში, ავსტრიის და სხვა არაერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის შედეგად, საქართველოსთვის რეალური გახდა ევროპულ დიდ ოჯახში ინტეგრაცია. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ პროცესის დაჩქარებისთვის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი სრულად ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვერ გაუწევს კონკურენციას დიდ ქვეყნებს წარმოებული საექსპორტო პროდუქციის მოცულობით, თუმცა, გვაქვს პოტენციალი, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ როგორც მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, რისთვისაც, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, რეგიონში არსებული მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა როგორც სასურსათო პროდუქციით თვითუზრუნველყოფის გაზრდის და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით რეფორმების ხელშეწყობის კუთხით, კიდევ უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია. ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა საქართველოსა და ავსტრიას შორის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება ნათელია. ავსტრია გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. „წლების განმავლობაში, საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ავსტრიის განვითარების სააგენტომ, სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სოფლის განვითარების, ტყის სექტორის რეფორმირების და სხვა არაერთი მიმართულებით. ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვის და ეკოტურისტულ მიმართულებებს. ამასთან, ავსტრიის შესაბამისი უწყება მზად არის, გაუზიაროს გამოცდილება ქართულ მხარეს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება“, - განაცხადა თომას მიულმანმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი ესწრებოდნენ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)