|
2022-04-03 18:34:05, 912 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, სს „საქართველოს ბანკი"-ს ექსპრეს ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და იარაღის მაგვარი საგნით შეიარაღებულები დ.ბ და გ.ჟ სს „საქართველოს ბანკი"-ს ექსპრეს ფილიალს თავს დაესხნენ, რა დროსაც იარაღის გამოყენებით მოლარე- ოპერატორს ბანკის კუთვნილი 9107 ლარი, 420 აშშ დოლარი, 2800 ევრო გასტაცეს. თავდამსხმელების დაკავებას და მათთვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ფილიალის დაცვის თანამშრომელი შეეცადა, რომელმაც მასზე განპიროვნებული სამსახურეობრივი საშტატო იარაღიდან ბრალდებულების ქვედა კიდურების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც ორივე თავდამსხმელმა ფეხის არეში დაზიანებები მიიღეს. ამავდროულად გ.ჟ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაცვის თანამშრომლის ცეცხლსასროლ იარაღს, შემდეგ კი იარაღის მუქარით ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომანქანაში ჩაუსხდნენ და აიძულეს მათი შემთხვევის ადგილიდან წაყვანა. სამართალდამცველებმა დ.ბ და გ.ჟ. იმავე დღეს დააკავეს. ორივეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვპუნქტებით, (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით), 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ჯგუფურად), 150-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, ხოლო გ.ჟ-ს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)