|
2022-04-03 16:23:15, 771 ნახვა
მსოფლიო
რუსი დამპყრობლების დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად, ჩერნიგოვი 70%-ით განადგურებულია - მერი
რუსი დამპყრობლების დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად, ჩერნიგოვი 70%-ით განადგურებულია. ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ ისაუბრა. მისივე თქმით, ჩერნიგოვი ნელ-ნელა ემსგავსება მარიუპოლს, სადაც მოსახლეობას აინტერესებს, როგორ იცხვრებენ ხვალამდე. "ჩვენი ქალაქი ბუჩას ჰგავს და ზოგიერთ რაიონში უკვე მარიუპოლია. ხალხს აინტერესებს როგორ იცხოვრებენ ხვალამდე.ჩვენ გვაქვს რუსული ჯარების კონცენტრაცია ბელარუსის საზღვარზე, ჩვენ გვაინტერესებს როგორ იმუშავებს საჰაერო თავდაცვა, გაგრძელდება თუ არა ჩვენს თავზე ბომბების ცვენა“, - განახადა ატროშენკომ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 28 დასახლება პოლესკისა და სევერსკის მიმართულებით. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის რეგიონში, ირპენში, რუსული დაბომბვის შედეგად შენობების 50% განადგურდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)