|
2022-04-03 14:21:32, 693 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსი დამპყრობლების ტყვეობაში 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი იმყოფება
3 აპრილის მდგომარეობით, რუსი დამპყრობლების ტყვეობაში იმყოფება კიევის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და დონეცკის რეგიონების 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება. "კიევის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და დონეცკის რეგიონების ადგილობრივი თემის 11 ხელმძღვანელი დამპყრობლების ტყვეობაშია. ჩვენ ვატყობინებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მათ შესახებ, ისევე როგორც სხვა უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებს და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან ინფორმაციის მიწოდებას დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის ადგილსამყოფელისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,"- განაცხადა ვერეშჩუკიმ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)