|
2022-04-02 11:14:55, 856 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის მისაღებია მხოლოდ გამარჯვება, კიევი არ დათმობს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობისთვის
უკრაინისთვის რუსეთთან ომში მხოლოდ გამარჯვებაა მისაღები, მაგრამ კიევი მშვიდობისთვის აგრესორთან ტერიტორიულ დათმობებს არ წავა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა. "სიმართლის გამარჯვება - უკრაინისა და უკრაინელების გამარჯვებაა. საკითხავია, როდის დასრულდება. ეს მტკივნეული საკითხია. გამარჯვების გარდა, უკრაინელი ხალხი არ მიიღებს რაიმე შედეგს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა რუსეთისთვის უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, ზელენსკი პასუხობს: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან ელის ვალდებულებებს. "ჩვენ არ ვართ სუსტი სახელმწიფო. ჩვენ არ გთავაზობთ გაძლიერებას ნატო-ს ხარჯზე. ჩვენ ვართ დანამატი, ჩვენ ვართ ლოკომოტივი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)