|
2022-04-02 10:33:57, 822 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი სამხედროები ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან, წინ რთული ბრძოლები იქნება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები პოზიციებს ტოვებენ და დონბასში გადადიან, ისინი ამ ტერიტორიებს ნაღმავენ და ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ აქტიური თავდაცვისთვის ემზადებიან. „ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რუსი სამხედროები პოზიციებს ტოვებენ და გადაჰყავთ დონბასში, ხარკოვის მიმართულებით. ისინი ნაღმავენ ამ ტერიტორიებს და ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - წინ რთული ბრძოლები გველოდება. ჯერ კიდევ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ჩვენ ყველა გამოცდა ჩავაბარეთ. ყველას გვსურს გამარჯვება, მაგრამ როდესაც ეს იქნება, ამას ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა დგება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)