|
2022-04-01 16:37:07, 990 ნახვა
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკო ავრცელებს. "ზოგიერთი ჭურვი პირდაპირ რეგიონალურ საავადმყოფოს მოხვდა და საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა, ფაქტობრივად, ონკოლოგიური განყოფილება, მთლიანად განადგურდა. სამმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო", - განაცხადა მერმა. მან ასევე თქვა, რომ წყალი და ელექტროენერგია არ არის და საკვებისა და მედიკამენტების ერთადერთი მარაგი სამხედროებისა და მოხალისეების მიერ შემოდის. „ამჟამად ჩვენ გავდივართ სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)