|
2022-04-01 15:55:58, 1011 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მოსკოვი ამზადებს პასუხს კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოსკოვი ამზადებს პასუხს კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდოელ კოლეგა სუბრაჰმანიამ ჯაშინკართან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას. „მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, უკრაინის მომლაპარაკებლების კომენტარები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელია. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას“, - განაცხადა ლავროვმა. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარესთან შემდგომ კონტაქტებზე მუშაობს. „რაც შეეხება შემდგომ პოტენციურ კონტაქტებს, ისინი ამჟამად მუშავდება და გამოცხადდება“, - დასძინა რუსმა დიპლომატმა. მისივე თქმით, არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რუსეთისთვის იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეუთო-ს ფარგლებში იყო მიღებული და რომელიც აცხადებდა პრინციპს, რომ არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, - განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)