|
2022-04-01 13:57:10, 785 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასურსათო პროდუქციის მარაგების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიებისა და მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფომრაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქციის მარაგებისა და ახალი საიმპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. „ამ ეტაპზე, ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არის. უამინდობის გამო, გარკვეული შეფერხებები იყო ლარსის საბაჟო პუნქტიდან პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრებიდან პროდუქციის იმპორტის დროულ და შეუფერხებელ განხორციელებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო პროდუქციის, განსაკუთრებით კი, პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგების შევსება უწყვეტად მოხდეს და ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიების მიერ ალტერნატიული ბაზრების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ბაზრებიდან პროდუქციის შეუფერხებელი იმპორტის განხორციელებისთვის, სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არიან დაეხმარონ იმპორტიორებს შესაბამისი პროცედურული მიმართულებებით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონკრეტული წინადადებების და მიღწეული შედეგების განხილვა სამუშაო შეხვედრების ფორმატში კვლავ გაგრძელდება. სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)