|
2022-03-31 18:12:08, 711 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერის განცხადებით, პუტინი ამბობს, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დრო „ჯერ არ მოსულა“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები ჯერ არ არის მომწიფებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტალიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს. „მე ვკითხე მას, როდის ან არის თუ არა გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტა. მე ვთქვი, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ არსებობს მშვიდობის სურვილი, ცეცლის შეწყვეტის მიღებით, თუნდაც ეს იყოს ხანმოკლე. „პირობები ჯერ არ არის მომწიფებული". მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა, რომლის შესახებაც დღეს წავიკითე", - განაცხადა იტალიის პრემიერმა. გარდა ამისა, იტალიის პრემიერმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მოსაზრებაზე, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზელენსკისთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ მოსულა. რუსეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინიტრს შორის სატელეფონო საუბარი 30 მარტს, იტალიის პრემიერის ინიციატივით შედგა. მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების საფასურის გადახდისას რუბლზე გადასვლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)