|
2022-03-31 15:45:36, 974 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა და EU-ს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება განიხილეს
აშშ-მა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მიზნით, ბელარუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება განიხილეს. - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა განაცხადა, იუწყება ამერიკის ხმა. "მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ კოორდინირებული ძალისხმევა რუსეთის ფედერაციის მსოფლიო ასპარეზზე იზოლაციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. განხილვაში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების გენერალური მდივნები და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯეიმს კლევერლი მონაწილებდნენ. გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას. „ჯგუფმა განიხილა მომდევნო ნაბიჯები რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსიის წინააღმდეგ, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, შეხვედრაზე ასევე, ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის , რუსეთისთვის მატერიალური მხარდაჭერისგან თავის შეკავების აუცილებლობას გაესვა ხაზი“, - ნათქვამია განცხადებაში. შერმანმა ასევე დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი დიპლომატიური ძალისხმევისთვის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)