|
2022-03-31 13:39:53, 828 ნახვა
მსოფლიო
მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრისთვის მზად არიან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დიპლომატების ხელმძღვანელები უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის იდეას მხარს უჭერენ. "დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. უახლოეს ერთ-ორ კვირაში შესაძლოა, გაიმართოს შეხვედრა, სულ მცირე, უკრაინისია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე". - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ "უფრო მნოშვნელოვანი საკითხები", მაღალ დონეზე გადაწყდება. „დელეგაციების ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამავდროულად გაიმართება მინისტრებს შორის შეხვედრა, სადაც დამტკიცდება იქ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შემდეგი ეტაპი კი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრაა“, - განაცხადა მან. ჩავუშოღლუ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების ადგილად კვლავ სტამბოლს აირჩევენ, რადგან მისი თქმით, თურქული მეგაპოლისი ორივე მხარისთვის მოსახერხებელი ადგილია. მათ შორის, ლოჯისტიკის კუთხით. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებში მოხვედრის შემთხვევაში ომში ჩაერთვება და უკრაინაში სამხედრო ძალებს გაგზავნის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)