|
2022-03-31 13:10:38, 704 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს და კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობის უზრუნველსაყოფად მიღებულ კანონზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) და სტრატეგიული გარემოს შეფასების (SEA) დირექტივების პრინციპებს ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კოდექსის შესაბამისად, ყველა აქტივობა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს გარემოზე ან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს ექვემდებარება. „EIA და SEA სისტემის შემდგომი გაუმჯობესება ქვეყანაში კვლავ რჩება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვგეგმავთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და პროცესში ჩართულობა. ამ მიზნით შემუშავდა გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების სისტემატურ და გამარტივებულ ხელმისაწვდომობას გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. საუბარი შეეხო საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტს (NDC) და 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებითა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივით ნაკისრ ვალდებულებებს. სამოქმედო გეგმა ენერგიის გამომუშავებასა და გადაცემას, ნარჩენების მართვას, სოფლის მეურნეობასა და სატყეო მეურნეობას მოიცავს. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება წარმოადგენს. „აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ამრიგად, ჩვენ ვართ კლიმატის ცვლილების კანონის საუკეთესო ვარიანტების გამოვლენის პროცესში და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, არტურ ლორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანა ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნო მზად არის საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონმდებლობის შემუშავებაში დაეხმაროს და ზოგადად, გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების EU სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში ხელი შეუწყოს. შეხვედრას ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, პროგრამა EU4Energy-ის ხელმძღვანელი სვეტლანა კარპიშინა, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ადგილობრივი წარმომადგენელი მაია მახარაშვილი ესწრებოდნენ.
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)