|
2022-03-31 12:04:43, 624 ნახვა
მსოფლიო
ოკუპრებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი, შესაძლოა მაის-ივნისში გაიმართოს
რეფერენდუმი, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთთან შეერთების საკითხზე იმსჯელებს, შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს, - ამის შესახებ გამოცემა TASS-ს სახელმწიფო სათათბიროს, ევაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ განუცხადა. ერთი დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განახადა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. როგორც TASS-ს ოკუპირებული რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივანმა, დინა გასიევამ განუცხადა, პროცედურები საპრეზიდენტო არევნების შემდეგ გაიმართება, რომელიც 10 აპრილს გაიმართება. „ვფიქრობ, რომ 10 აპრილს, როდესაც სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რეფერენდუმის თარიღები უკვე ნათელი იქნება, როდის გამოცხადდება ის. არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტი ფიცს დადებს და აღნიშნულ პროცედურას ის განახორციელებს, ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, მაისი-ივნისი", - განაცხადა დინა გასიევამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)