|
2022-03-31 11:16:58, 679 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - უახლოეს დღეებში კიევის გარეუბნებში, შესაძლოა სასტიკი ბრძოლები გაიმართოს
უახლოეს დღეებში კიევთან ახლოს, გარეუბნებში რუს ოკუპანტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მძიმე ბრძოლები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საკუარ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა ჯარების ნაწილი გაიყვანეს, მტერი აგრძელებს პოზიციების შენარჩუნებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით, რის გამოც, შესაძლოა უახლოეს დღეებში სასტიკი ბრძოლები გაიმართოს. დაზვერვა არ აკონკრეტებს, რომელი მხარე გადავა თავდასხმაზე. ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სროლას და სარაკეტო თავდასხმებს ჩერნიგოვზე და სამხედრო აქტივობის შემცირება, რაზეც რუსულმა მხარემ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, არ შეინიშნება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბრძოლები მარიუპოლშიც გრძელდება. ქალაქში კვლავ მძიმე შეტაკებებია, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მარიუპოლის ცენტრის დაცვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)