|
2022-03-30 17:05:12, 663 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების შესახებ
დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტისთვის 97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. პროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონში საგზაო სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის გასწვრივ. პროექტის ფარგლებში აშენდება 17 კმ სიგრძის ოთხი საავტომობილო ზოლის მქონე გზის მონაკვეთი საგარეჯოდან ბადიაურამდე (ლოტი 3) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფნის ფარგლებში, მათ შორის გზების საავტომობილო კვანძი, ხიდების (ავტომაგისტრალის და მიწისზედა ხიდების), მიწისქვეშა გადასასვლელების და გზის კიდის მშენებლობის ჩათვლით. პროექტი დააჩქარებს კახეთის რეგიონის განვითარებას, ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის პოტენციალის გაზრდას. მისი განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობა დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)